1) პროექტის სახელწოდება:,,ვარდის სიმბოლიკა ქართულ პოეზიაში"
2)პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში,რომ მოსწავლეებმა სახელმძღვანელოებისა და ისტ–ის დახმარებით მოიძიონ სიმბოლიკების მნიშვნელობა,რათა გაიგონ მათი აუცილებლობა ქართულ პოეზიაში.
3)პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები უკეთ გაიგებენ ვარდის სიმბოლოს მნიშვნელობას თუ რა დატვირთვა ჰქონდა ძველსა და თანამედროვე პოეზიაში.
4)პროექტის მიზნები: მოსწავლეები დაეუფლებიან სიმბოლურ–მეტაფორუ ლ აზროვნებას.მათ განუვითარდებათ მოსმენის,კითხვის დასმის,შემოქმედებითობის უნარ–ჩვევები და ჩამოუყალიოუყალიბდებათ ინდივიდუალური შეხედულებები აღნიშნულ საკითხებზე.მოსწავლეები ინოვაციური მასალების,ილუსტრაციების,ახალი ტექსტების ძიების საშუალებით ეზიარებიან ახალ ცოდნას და მისი გამოყენებით გაიწაფებიან.
5)მონაწილეთა ასაკი:მე–10 და მე–12 კლასები
6 )ვადები/ხანგრძლივობა:3 კვირა
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შედეგი თვალსაჩინო იქნება თუკი მოსწავლეები ვარდის სიმბოლოებზე ,ასევე ბერძნული მითოლოგიიდან ,ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან მოკლე ისტორიებს და ამასთანავე მოსწავლეების მიერ მოძიებული ყველა ინფორმაცია და სათანადო ილუსტრაციები დაიდება ბლოგზე.
8)პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ძირითადი სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, ბერძნული მითები, ქართული ხალხური პოეზია, ისტ –ისა და იტერნეტ საიტების ინტეგრირება;
9)პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):თემას შევარჩევთ მოსწავლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპროექტო ჯგუფებს ჩამოვაყალიბებ. კლასებს დავყოფ ჯგუფებად, თითოეული ჯგუფისთვის შევარჩევ ინდივიდუალურ დავალებებს; :პირველ ჯგუფს დავავალებ მოიპოვონ ბიბლიოთეკიდან,ძირითადი სახელმძღვანელოებიდან,ფოლკლორული წყაროებიდან,ენციკლოპედიიდან მოკლე ისტორიები ვარდისა და მისი სიმბოლიკის შესახებ;ხოლო მეორე ჯგუფს დავავალებ კომპიუტერის საშუალებით მოიპოვონ ვარდის სიმბოლიკასთან დაკავშირებული ილუსტრაციები და დამატებითი ინფორმაციები.კონკრეტული საქმიანობის გამო ავირჩევთ პასუხისმგებელ პირებს.ესენი იქნებიან ჯგუფებში არსებული ლიდერები,რომელთაც დაევალება თავიანთ ჯგუფებში ზედამხედველობა.თუ ვის რა ევალება და რამდენ ხანში მოიპოვებენ ინფორმაციებს. ჯგუფები მოამზადებენ სლაიდებს ,რომელსაც გამოიყენებენ თემის პრეზენტაციისათვის.ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს შევაფასებ ჯგუფებშიც და ინდივიდუალურად,ისინი შეფასდებიან ჩარულობით,აქტიური მუშაობით სწორად მოპოვებული ინფორმაციით.
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით. მო
მოსწავლეს
შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
- ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.
სწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი
ორგანიზების თვალსაზრისით.
მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა
აუდიტორიისათვის.
·
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული
ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დისკუსიის დროს წარმოადგენს
საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·
მკაფიოდ და გასაგებად
აყალიბებს აზრს;
·
მსჯელობს არგუმენტირებულად,
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·
იყენებს ფაქტებს (მაგ.,
სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების
გასამყარებლად;
·
საუბრისას შემოიფარგლება
კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ირჩევს თემას;
·
მოიძიებს და დაამუშავებს
წყაროებს;
·
ადგენს რეფერატის გეგმას;
·
წერს რეფერატს შესაბამისი
სტანდარტის დაცვით (ზუსტად პასუხობს თემას, მიზნობრივად იყენებს წყაროებს,
აფორმებს შესაბამისად);
·
თუ რეფერატი ერთი სტატიის
მიხედვით იწერება, იცავს შესაბამის სქემას: შესავალი (სტატიის დასახელება, სად და
როდის გამოქვეყნდა; ცნობები ავტორის შესახებ; სტატიის თემა; ავტორის მიერ არჩეული
კვლევის, არგუმენტაციის მეთოდი); სტატიაში გაშუქებული ძირითადი საკითხების,
პრობლემების, დებულებების ჩამონათვალი; ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანთა ანალიზი;
შეფასება.
11)პროექტის ხელმძღვანელი:პედაგოგი–ნატო წითელაძე
12)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:natali.witeladze@gmail.com
13)პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი::natali.witeladze.blogspot.com